სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით – ბალტიის ქვეყნების ერთობლივი განცხადება

ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს. Slava Ukraini!” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი: პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა
შემდეგი სტატია08.36 საათის მონაცემებით, ოდესის ოლქში ქალაქ პოდილსკში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი