„სასამართლოში არის კლანი, რომელიც ახერხებს ამ პროცესების მართვას“ – არასამთავრობოები მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე

ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა – არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იუსტიციის უმაღლესა საბჭომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა საკუთარი ძალის ჩვენება. არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უპასუხა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის განხილვა გადადო:

„ლევან მურუსიძის დანიშვნა არის პასუხი უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მიიღო ამ საკითხის გადავადების გადაწყვეტილება საგანგებო რეჟიმში საბჭომ დანიშნა ის უვადოდ.

რა თქმა უნდა, ეს მათი მხრიდან ძალის დემონსტრირება ძალის დემონსტრირება მათ სჭირდებათ იმ ერთიანობის საჩვენებლად და შესანარჩუნებლად რომელიც არის სასამართლოში და ჩვენ ამაზე დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ, რომ სასამართლოში არის კლანი, რომელიც ახერხებს ამ პროცესების მართვას“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : სასამართლოს სისტემის ძირეული რეფორმაა დასაწყები