საქართველოს ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების სამუშაო განრიგის შესახებ განაცხადა. 2019 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი. ხუთშაბათს, 3 იანვარს, საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555. მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები იმუშავებენ 18:00 საათამდე. ხოლო დიდ სავაჭრო ობიექტებში (მოლებში) განთავსებული სერვისცენტრები კი იმუშავებენ 19:00 საათამდე. 3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის კერძო მესაკუთრისგან 34 ბინა გამოისყიდა
შემდეგი სტატია„სასამართლოში არის კლანი, რომელიც ახერხებს ამ პროცესების მართვას“ – არასამთავრობოები მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე