“სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ომბუდსმენი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ დავით სარალიძის მკვლელობას ჯგუფური ხასიათი, რომ ჰქონდა, ეს სასამართლომ დღეს დაადასტურა. მისი თქმით, რაც ნიშნავს, რომ ჯერ იდევ დაუსჯელები არიან დამნაშავეები.

“ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,”-წერს ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე მოზარდების მკვლელობის საქმის განაჩენზე – ვიმსჯელებთ შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე, კონკრეტული სახელების და გვარების თქმისგან თავს შევიკავებ
შემდეგი სტატიაშეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმან, რომ 144 კაცი მონაწილეობს კონკურსში – ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე