შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმან, რომ 144 კაცი მონაწილეობს კონკურსში – ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144- კაციან სიას. მისი განცხადებით, ივანიშვილს პარლამენტისთვის მუცემული აქვს დავალება, რომ მხარი დაუჭიროს გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის უზენაეს სასამართლოში გამწესებას.

„შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმ ფაქტმა, რომ 144 კაცი მონაწილეობს კონკურსში. ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ეს სია იმაზე უარესია, რაც იყო ის 10- კაციანი სია, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია. იმ ორ ოდიოზურ პიროვნებაზე, რომელიც ახლა არ იღებს მონაწილეობას, რით არის უკეთესი ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი შალვა თადუმაძე ან მისი მოადგილე? რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებულია ივანიშვილთან და ეს არის პარლამენტისთვის მიცემული პირდაპირი დავალება. გაცილებით უარესია ახლა რაც ხდება.

ის ორი ოდიოზური ფიგურა გაშიფრული მაინც იყო და ისინი რომ უზენაეს სასამართლოში მოხვედრილიყვნენ, მათზე ყოველთვის იქნებოდა დიდი საზოგადოებრივი კონტროლი. ახალ სიაში მყოფი ეს ხალხი კი მათ მიერ გაწმენდილ გზას მიჰყვებიან და ივანიშვილს სურს, ისინი მშვიდად შეაპაროს პარლამენტში,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლოს, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „კობახიძეს ჯერ კიდევ ბევრი „შავი საქმე“ აქვს პარლამენტში გასაკეთებელი“.

„ბუნებრივია, ივანიშვილი მას არ შეელევა რაღაც მომენტამდე,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან” – ომბუდსმენი
შემდეგი სტატია,,სარალიძის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენში გამოვლენილ გარემოებებზე შესაბამისს საგამოძიებო მოქმედებებს ჩავატარებთ”