სარჯველაძე: მომხრე არ ვარ, რომ ვინმემ 26 მაისი საპროტესტოდ გამოიყენოს

“მოქალაქეებს უფლება აქვთ, საკუთარი პროტესტი 26 მაისსაც გამოხატონ, თუმცა მომხრე არ ვარ, რომ ვინმემ 26 მაისი საპროტესტოდ გამოიყენოს, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ ღირებულების გაფრთხილება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„სადაც პროტესტის გამოხატვაა, ყველას გვერდით ვიქნები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მხარდაჭერას იმსახურებდეს ზღვარგადასული და კანონსაწინააღმდეგო გამოხატვის ფორმა, როგორიც არ უნდა იყოს, კეთილსინდისიერი და გულწრფელი. ყველას მიმართ თხოვნა მექნება, თავი შეიკავონ ისეთი ქცევებისგან, რომელიც მათ მიიყვანთ კონფლიქტამდე მოქმედ სამართალთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი ნამახვანზე: მხარეებს მოვუწოდებ დიალოგისკენ, პლატფორმის შექმნისკენ
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: ვერანაირი აქცია ვერ იქნება დამოუკიდებლობის დღის საპირწონე