ჰარცელი ნამახვანზე: მხარეებს მოვუწოდებ დიალოგისკენ, პლატფორმის შექმნისკენ

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოძრაობასა და საპროტესტო აქციებს ეხმაურება. ჰარცელი ხელისუფლებასა და აქტივისტებს დიალოგისკენ და ერთიანი პლატფორმის შექმნისკენ მოუწოდებს.

“მხარეებს მე მოვუწოდებ დიალოგის დაწყებისკენ, პლატფორმის შექმნისკენ, სადაც ყველა მონაწილე იქნება ჩართული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით გამჭვირვალობა და სოლიდური შეფასება, თუ რა დევს სასწორზე. ასევე, მივესალმები ენერგოუსაფრთხოების საბჭოს მდივნის ჩართულობას, რაც ვფიქრობ, ორივე მხარის მიერ პოზიტიურად იქნა აღქმული. იმედი მაქვს, რომ ეს სასარგებლო იქნება პროცესის კარგი მიმართულებით წინ წაწევისკენ”,– თქვა ჰარცელმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ღარიბაშვილის ადგილზე, მადლობას გადავუხდიდი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს
შემდეგი სტატიასარჯველაძე: მომხრე არ ვარ, რომ ვინმემ 26 მაისი საპროტესტოდ გამოიყენოს