საქსტატი – აპრილში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 238.2 ლარი იყო, მარტში ეს მაჩვენებელი 2.8 ლარით გაიზარდა, ჯამში კი 241 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტთან შედარებით, აპრილში 2.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 213.5 ლარს შეადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს.

მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას საქმის მოსამართლე განმარტავს, თუ რატომ მოხდა ბრალდებულებისთვის ბრალის გადაკვალიფიცირება
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება – ნიკა გვარამიას ადვოკატი