საქონლის ბაზარში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული დავით ლეგაშვილის საკითხზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. მოსამართლე ზვიად შავაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის სრულად გადახდამდე დავით ლეგაშვილი პატიმრობაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინციდენტი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში მოხდა. მომხდარის დროს 4 პირი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

banner
წინა სტატიაშიფარისევლობა არის დღევანდელი ტერმინით მიკერძოებული და შერჩევითი სამართალი, როცა კანონის უზენაესობა არ არის და გინდა შენი ამბიცია მოარგო კანონს – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიაენმ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს