საქართველოში ”პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი“ შეიქმნა

”პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი“ არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გვაერთიანებს ერთი იდეით – საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მოვახმაროთ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მექანიზმების დახვეწას, განვითარებასა და სწორი მიმართულებით წარმართვას.
”პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი“ მიზანია შეიმუშაოს და განახორციელოს პროექტები-აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას, სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას, ერის განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას.
”პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი“-ის სამი ძირითადი ღირებულებაა: პროგრესი, შემეცნება და თავისუფლება.
ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ აღნიშნული ღირებულებებითაა შესაძლებელი უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნა
შემოგვიერთდი და ერთად დავდგეთ ქვეყნის სამსახურში.
– ჩვენ გვსურს შევქმნათ ახალი, პრიორიტეტებზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოში. სადაც, გადაწყვეტილებებს მიიღებენ პროგრესულად მოაზროვნე, პროფესიონალი, მოტივირებული, მიუკერძოებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ ქვეყნის მართვის თანამედროვე საჭიროებებს და უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს.
ჩვენი მისამართია საქართველო თბილისი ი.აბაშიძეს N40.
ვმუშაობთ: ორშაბათი-პარასკევი 11:00- 18:00 სთ, შაბათ-კვირას 13:00-17:00 სთ
ტელ. 571800002
პატივისცემით „პრიორიტეტული მიმართულების განვიტარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: ძროხა იმაზე უფრო სასარგებლოა ვიდრე ამ განცხადების ავტორი
შემდეგი სტატიახანგრძლივი დებატები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე