საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729.500-მდე შემცირდა

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წლის 1 იანვრის მონაცემთან შედარებით 761 ათასი ადამიანით შემცირდა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 4 490,5, ხოლო 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით კი – 3 729,5 ადამიანს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2006 წლიდან 2015 წლამდე მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი 4 მილიონზე ქვემოთ არ ჩამოსულა.
მოსახლეობის აღნიშნული რიცხოვნობიდან 2 140.4 ადამიანი ქალაქად, ხოლო 1 589.1 სოფლად ცხოვრობს.

 

banner
წინა სტატიაში,,სავალალოა, რომ საქართველოს მთავრობა “გაზპრომთან” თანამშრომლობს”
შემდეგი სტატია“ქვეყანას, რომელიც მზად არის, რომ მიიღონ ნატო-ში, სჭირდება იმის ცოდნა, რომ მას იქ მიესალმებიან”