საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 638-ის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 638-ის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შორის თბილისში არის 316 მძიმე პაციენტი, აჭარაში – 100.

„აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი, მათ შორის, თბილისში – 150, აჭარაში – 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 – აჭარაში, ხოლო 822 – თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 682, აჭარაში-1 426. სულ 6 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 12 110 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში – 11 423, იმერეთში – 4 177“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარ სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავა