საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 586 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 217, „პისიარ“ ტესტით – 17 169.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,79%, ბოლო 14 დღის – 6,95%, ბოლო 7 დღის – 8,52%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 645 195 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 605 581 გამოჯანმრთელდა, 9 332 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 889 200 აცრა, დღიურად აცრილია 6 837.

კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 766 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 803 პირი.

წინა სტატიაშიაცრის გვერდითი მოვლენების ყველას ეშინია, მაგრამ ანალგინს ყველა თვალდახუჭული იღებს – კულუმბეგოვი
შემდეგი სტატიახუნდაძე – სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება