ხუნდაძე – სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხუნდაძემ განუცხადა, აღნიშნულ ჯგუფში შევლენ თავად, მიხეილ სარჯველაძე, სახალხო დამცველი და ექიმები. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ჯგუფი როდის მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს, კონკრეტული დრო დღეს დაზუსტდება.

„შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე მის უფლებრივ მდგომარეობას. ამ ჯგუფში ჩაერთვება სახალხო დამცველი და იქნება მულტიფუნქციური ექიმთა წარმომადგენლობაც. ვფიქრობ, რომ ეს იქნება საშუალება იმის, მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შემუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, ასევე სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და სპეკულაცია არ იყოს. დღეს დავიწყებთ მუშაობას და კონკრეტულ დღეს დავგეგმავთ, როდის ვესტუმრებით სასჯელაღსრულების სისტემას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვინახულოთ და ამ პროცესის შესწავლა დავიწყოთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ავტორი – თეონა მანაგაძე

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაშიდა ქართლში ბაბუამ, სავარაუდოდ, 13 წლის შვილიშვილი გააუპატიურა