საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.94%, ბოლო შვიდი დღის – 8.83%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 721 388 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 665 599 გამოჯანმრთელდა, 10 089 კი, გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე – ვინც დღეს პარლამენტში დარჩება და საკრებულოებში შევა, “ოცნებას” გაუგრძელებს ამ ქვეყნის ძარცვის საშუალებას 2024 წლამდე