საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის განცხადებას ეხმაურება

“საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგი მცდელობა”, – ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მედვედევის მორიგ მუქარას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების თაობაზე.

2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა რუსებს Ми-8 მოჰპარეს და თავიანთ ბაზაზე დასვეს
შემდეგი სტატიაბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა