საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ საცხოვრებელ სახლებში, არ გაჩერდნენ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

„ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით.

დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრინც ჰარისა და ოპრა უინფრის სატელევიზიო სერიების ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველებმა თბილისში, პეკინის გამზირზე ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს