პრინც ჰარისა და ოპრა უინფრის სატელევიზიო სერიების ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

პრინც ჰარისა და ოპრა ვინფრეის სატელევიზიო სერიების ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

17 მაისს პრინც ჰარისა და ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის ოპრა უინფრის დოკუმენტური სატელევიზიო სერიების ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელის თემა ფსიქიკური ჯანმრთელობაა. ორწუთიან ტრეილერში ჩანს 12 წლის პრინცი ჰარი, რომელიც დედის კუბოს აცილებს და თავი აქვს დახრილი, მას მამა რაღაცას ეუბნება – ეს ნაწყვეტი, შესაძლებელია იმაზე მიუთითებს, რომ პრინცი ჰარი საკუთარ ემოციებზე ისაუბრებს დოკუმენტურ სერიებში, რომლის პროდიუსერიც თავად არის – ამის შესახებ “გარდიანი” წერს.

სერიების ჩვენება პარასკევს დაიწყება და მასში საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა: 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს