საქართველოს პრეზიდენტმა “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა.

ქვეყნის მეთაურმა დემოკარატიულ ღირებულებებსა და ამერიკასთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

“თავისუფლებისთვის სწრაფვა აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები ვართ,“- თქვა მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

“მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე. თქვენ, გვერდიგვერდ დგახართ ჩვენი უსაფრთხოების, თავისუფლებითვის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის და ამიტომ ხართ ღირსეულები და ეს უმნიშვნელოვანესია თქვენი საერთო კეთილდღეობისთვის.

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში არ დაგვიკარგავს იმედი, უდიდეს იმპერიებს გავუძელით. თავისუფლება საქართველოს უდიდესი ღირებულებაა, ისევე როგორც ამერიკისთვის. სწრაფვა თავისუფლებისკენ აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები ვართ, რომლებსაც ერთიანი ღირებულებები აერთიანებს.

ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორი, მინიჭებული აქვს სიცოცხლის თავისუფლების და ბედნიერებისკენ ლტოლვის თავისუფლებები. ამ სულისკვეთებით შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები, მსგავსი სულისკვეთებით საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას. ამ გზაზე ამერიკელი ხალხისა და მთავრობის დახმარება გადამწყვეტ მნიშვნელობას იღებს. აქ ჩვენ საერთო მიზნები, საერთო გმირებიც კი გაგვჩნია: ჯორჯ ბალანჩინი, ალექსანადრე ქართველი და გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ მუდამ ქართველი ხალხის გვერდით იდგება
შემდეგი სტატიადევნილთა პოლიკლინიკის დირექტორად დათო შენგელიას ძმა ოთარ შენგელია დაინიშნა