აშშ მუდამ ქართველი ხალხის გვერდით იდგება

სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის ახლა უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე იყო. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო ჩაჩიბაია, ამერიკის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებო, მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენ მოგმართავთ აქ. ყველას თავისუფალი სამყაროს ლიდერის დონალდ ტრამპის მისალმებას გადმოგცემთ. პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები აქ ამ დროს, იმისთვის, რომ უბრალოდ მადლობა გადამეხადა იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ, ყველაზე საუკეთესონი ხართ, ამერიკელები შორს ხართ სამშობლოდან, რადგან აშშ და საქართველო გაერთიანებულნი არიან ერთიანი ღირებულებებით, პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს, ამერიკის პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის აყვავებისკენ და წინსვლისკენ”, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ მუდამ ქართველი ხალხის გვერდით იდგება.

“ჩვენ საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ასევე, თქვენს მისწრაფებაში გიჭერთ მხარს, გაწევრიანდეთ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში, საქართველოს დასაბამი ანტიკურ ხანებში უნდა ვეძებოთ, საქართველოს აქვს უმდიდრესი კულტურა და მემკვიდრეობა, ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ წაგართვათ თვითმყოფადობა და კულტურა. საქართველო საბჭოთა კავშირის საპყრობილეში იყო მოქცეული, ის ცდილობდა, წაეშალა თქვენი ისტორია, მისი დანგრევის შემდეგ საქართველომ აღიდგინა თავისუფლება, გაუწოდეთ ევროპასა და ამერიკას მეგობრობის ხელი და ამერიკამაც იგივე გიპასუხათ. მიმდინარე წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჩვენ თქვენს პროგრესს მაღალ შეფასებას ვაძლევთ, საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია. ავღანეთში საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ჯარისკაცი გაგზავნა, ვიდრე სხვა ქვეყანამ. დღეს ჩვენ გავიხსენებთ 31 ქართველ ჯარისკაცს. ამერიკელ ხალხს ახსოვს ისინი და ეს ჯარისკაცები მუდამ დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულებში. სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის ახლა უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე იყო და ეს წვრთნები ამას ადასტურებს. ეს აძლევს საქართველოს საშუალებას, თავი დაიცვას მომავალში. გარწმუნებთ, რომ ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები დიდ აქცენტირებას აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტი ტრამპი და აშშ ძლიერად უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას. საქართველომ ბევრს მიაღწია. დიდი მადლობა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის, ასეთი წვლილისთვის ეროვნული თავდაცვის გამყარების საკითხში. ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, იმიტომ რომ ქართული ანდაზა ამბობს – ძალა ერთობაშია, ჩვენი შემართება გამყარდება ერთიანობით. საქართველოს სამხედრო ხარჯი იძულებით არის გაღებული, მაგრამ ეს არის იმ ქვეყნების არჩევანი, ვინც თავისუფლებას იცავენ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაცია”, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: იმედია ხელისუფლების სატელიტი პარტიები კუსავით არ გამოყოფენ ფეხს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა “ღირსეული პარტნიორი 2017”-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა