საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.
იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიღებული ახალი კანონით ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდა
შემდეგი სტატიაპარლამენტის აპარატის უფროსმა წლის ბოლო ოფიციალური სამუშაო შეხვედრა ესტონეთის ელჩთან გამართა