საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბულში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს, თურქ ერს კი თანადგომას უცხადებს.
“მტკიცედ ვგმობ, დღეს, სტამბულის ცენტრში, ტურისტულ რაიონში, სულთანმეჰმეთის მოედანზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელმაც უდანაშაულოთა სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ინტენსიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას თანამერდოვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.