კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალ მთაზე პალტოთი და “ტუფლებით” ავიდა

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალ მთაზე პალტოთი და ტუფლებით ავიდა

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მაღალ მთაზე პალტოთი და ტუფლებით ავიდაჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ახლო მეგობრებთან ერთად ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე ავიდა, სადაც მოქმედი ვულკანი პეკტუსანი მდებარეობს – ამის შესახებ დღეს “დეილი მაილმა” დაწერა.

გავრცელებულ ფოტოზე, სადაც ინი მთის წვერზეა აღბეჭდილი, ქარი თმებს უწეწავს, აცვია პალტო და ტუფლები.

“დეილი მაილი” წერს, რომ პეკტუსანი ინისთვის “მორალური საკვებია, რომელიც ნებისმიერ ატომუტრ იარაღზე ძლიერია”.
პეკტუსანის მთა ჩრდილოეთ კორეელებისთვის წმინდა ადგილია. ოფიციალური ვერსიით, ზუსტად ამ მთაზე მდებარეობდა იაპონიის წინააღმდეგ პარტიზანების ბანაკები, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის დამაარსებელი კიმ ირ სენი ხელმძღვანელობდა. ზუსტად აქ, ამ მთაზე დაიბადა მისი მემკვიდრე კიმ ჩენ ირი.

ჩრდილოეთ კორეაში მისი დამაარსებლის კულტია. კინ ირ სენს ბევრი ტიტული ჰქონდა, მათ შორის დიდი ბელადი, ეროვნული მზე, რკინის ყველასდამმარცხებელი მთავარსარდალი, უდიდესი რესპუბლიკის მარშალი და სხვა. 1998 წელს, მისი გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ კიმ ირ სენი ჩრდილოეთ კორეის მუდმივ პრეზიდენტად დაინიშნა. ახლა ქვეყანას მისი შვილიშვილი კიმ ჩენ ინი მართავს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა რუსეთი ლატაკიაში ახალი სახელმწიფოს შექმნაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაSOCAR: საქართველოს გაზმომარაგებაში არანაირი პრობლემა არ არის