საქართველოს პრეზიდენტი ჯავახეთში წმინდა ნინოს გზის გასავლელად ჩავიდა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2019 01:05

საქართველოს პრეზიდენტი ჯავახეთში წმინდა ნინოს გზის გასავლელად ჩავიდა

საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან იმყოფება. ადგილზე მორწმუნეები კოცონთან არიან შეკრებილი, რომლის ანთებაშიც პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. შეკრებილები ხალხური ცეკვა-სიმღერითა და ლექსებით ხვდებიან დღესასწაულს.

პირველ ივნისს, 10:00 საათზე პრეზიდენტი ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრება, რის შემდეგაც მსვლელობას შეუერთდება, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – „კულტურული მარშრუტები – საქართველო, ევროპა“ განაცხადა, რომ პილიგრიმობით ბევრი ადამიანია დაინტერესებული, მათ შორის ისიც და პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გაივლიდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 1, 2019 01:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics