საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩერნობილს ეწვევა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი ჟან-ივ ლე დრიანი შაბათს, 1 ივნისს ჩერნობილს ეწვევა.

“მინდა მოგახსენოთ, რომ ხვალ ჩერნობილს მოვინახულებ” – მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

“დიდი ხანია უცხოეთის მთავრობებს ეს ქალაქი და ზონა არ მოუნახულებიათ. მივდივარ იქ, რომ შევაფასო არსებული მდგომარეობა, რომ ჩერნობილის ატომური სადგურის ობიექტის რეაბილიტაციისა და დაცვის პროექტის განხორციელება დავიწყოთ – თქვა ლე დრიანმა.

ჩერნობილის ტრაგედიის დროს, გასული საუკუნის 80-იან წლებში საფრანგეთი დაეხმარა ჩერნობილს სარკოფაგის გაკეთებაში.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი დარწმუნებულია რომ 2024 წლისთვის ნაციონალური მოძრაობა დაიშლება
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ჯავახეთში წმინდა ნინოს გზის გასავლელად ჩავიდა