საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2018 12:57

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს.

შეხვედრა უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში შემავალი “ქართული ოცნების” სამი ფრაქციის (ფრაქცია – “ქართული ოცნება”, ფრაქცია – “ქართული ოცნება – აჭარა”, ფრაქცია – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“) წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ფრაქცია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და საბჭოში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება.

“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” კონსტიტუციური კანონითა და “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით” განსაზღვრული პროცედურების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გამართავს მოლაპარაკებებს და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

პრეზიდენტთან ერთად შეხვედრებს უმაღლეს საბჭოში ესწრებიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 13, 2018 12:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,189
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics