საქართველოს პრემიერს დონალდ ტუსკთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია – დავით ზალკალიანმა განმარტება გააკეთა

საქართველოს პრემიერს დონალდ ტუსკთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია – საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტებებს აკეთებს. დავთ ზალკალიანი, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ტუსკთან მაღალი დონის შეხვედრა მამუკა ბახტაძეს 21 ნოემბერს ჰქონდა, მისივე განცხადებით, დონალდ ტუსკი საქართველოში ივლისში ჩამოვა და ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.

“ჩვენ პრეზიდენტ ტუსკთან გვქონდა საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა 21 ნოემბრის ფორმატში, ასევე სხვადასხვა ფორმატებში გადავიკვეთეთ მასთან, დღესაც საკმაოდ ინტენსიური საუბარი იყო და მინდა თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია გითხრათ, რომ 11-12 ივლისს ტუსკი საქართველოში ჩამოდის და ბათუმის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ისე სკანდალურად წარმოაჩენთ, ძალიან დიდი სიხარულით აცნობეთ, რომ არ ყოფილა (ბახტაძე შეხვედრაზე) რაც არის სიცრუე,“-განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ვიდრე არაფორმალური სადილი გაიმართებოდა ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან სამი ქვეყნის ლიდერს პირისპირ შეხვდა, მას ჰქონდა მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებთან, პირისპირ შეხვედრა მას არ ჰქონია საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან.

banner
წინა სტატიაშიოთხმაგი მკვლელობა ყანდაურაში – ნათია მეზვრიშვილის განცხადებით გამოძიებისას შსს-ს შეცდომა არ დაუშვია
შემდეგი სტატიადედაქალაქის ქუჩებში ამოყირავებული ავტომობილები მოხსნეს