ოთხმაგი მკვლელობა ყანდაურაში – ნათია მეზვრიშვილის განცხადებით გამოძიებისას შსს-ს შეცდომა არ დაუშვია

მკვლელობა სოფელ ყანდაურაში – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას სამინისტროს შეცდომა არ დაუშვია.

მეზვრიშვილის განმარტებით, პირველადი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა 85 წლის მოხუცის დაკავება და მკვლელობის იარათთან დაკავშრებით კითხვები ექსპერტიზიცს პასუხების გაცნობის შემდეგ გაჩნდა:

„შს სამინისტრომ, რა თქმა უნდა, შეცდომა არ დაუშვა, ეს არის ძალიან ბუნებრივი პროცესი. პირველი, ვისი დაკავებაც მოხდა და ვინც გაჩნდა ბრალდებული საქმეში იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ და შევკრიბეთ, ბუნებრივია, ამაზე საზოგადოებას, 4 კაცია მკვდარი და ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი მაღალია, დაუყოვნებლივ ინფორმაცია მოვაწოდეთ.

გაჩნდა იქ გარკვეული კითხვის ნიშნები სხვა იარაღთან დაკავშირებით, რომ ხომ არ იყო გამოყენებული კიდევ სხვა ტიპის იარაღი, იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნები მივიღეთ, მიმდინარე პროცესია, დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა, ამაზეც საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ. ის პირები, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულები არიან, არიან დაკავებულები შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე,“-განაცხადა მეზვრიშვილმა.

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის შემდეგ ორი პირია დაკავებული – 85 წლის მოხუცი, რომელსაც გამოძიება რძლის და ორი ნათესავის მკვლელობას, ასევე მეუღლის დაჭრას ედავება. ასევე დაკავებულია, ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას ედავება. ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იძებნება 85 წლის მოხუცის შვილი, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია.

banner
წინა სტატიაშიარანაირი წილისყრა არ ყოფილა, ღვთისმშობელი ყომარბაზი არ იყო – ჯაფარიძე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერს დონალდ ტუსკთან პირისპირ შეხვედრა არ ჰქონია – დავით ზალკალიანმა განმარტება გააკეთა