საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებით კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიის ტესტს ჩაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს. ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. საქართველო ამ არჩევნებით კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიის ტესტს ჩაატარებს და მჯერა, რომ ყველა ერთად, თითოეული მოქალაქე ამ ტესტს ჩავაბარებთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყნას ეკადრება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს არჩევნები ჩატარებულიყო თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.

„თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, ჰქონოდა ნამდვილი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა ბოლომდე გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო. შესაბამისად გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში„მცდელობა ჰქონდა ჩემს გატაცებას… პოლიცია დუმს“ – ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ავტომანქანის ნომერს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაარ დავუშვებთ, საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ – პრემიერი