საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა გამოუშვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აქვეყნებს საფოსტო მარკის გამოსახულებას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებით გამოუშვეს.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა.

ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!“ – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ზვიად გამსახურდია საუკუნოდ დარჩება, როგორც თავისუფლებისათვის თავგანწირვის მაგალითი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა