საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
სხვა სტატიები
- გუდაურიდან კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
- NDI – გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, „ნაციონალური მოძრაობა“ 15 პროცენტმა დაასახელა
- მარიამ ჯაში : მერიის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრის გზაზე
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტს მხარდაჭერა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა.
გახარიას ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი ლევან იზორია ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.
საქართველოს ვიცეპრემიერისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა მაია ცქიტიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს კვლავ ნათია თურნავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს – დავით ზალკალიანი, ფინანსთა სამინისტროს – ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს – მიხეილ ბატიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – ეკატერინე ტიკარაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – ლევან დავითაშვილი, იუსტიციის სამინისტროს – თეა წულუკიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს კი ქეთევან ციხელაშვილი – უხელმძღვანელებს.