საქართველოს ყველა დიდ ქალაქში პირველ ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა – ცესკო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიიღო.

ცესკომ 3705 საარჩევნო უბნიდან 3678 უბანი (+11 სპეცუბანი) დათვლა.

დიდი ქალაქების საარჩევნო შედეგები ასეთია:

რუსთავი: გრიგოლ ვაშაძე – 21 775 ხმა (47.14%); სალომე ზურაბიშვილი – 11 242 ხმა (24.34%);

მცხეთა: გრიგოლ ვაშაძე – 8 939 ხმა (41.34%);სალომე ზურაბიშვილი- 7 856 ხმა (36.34%);

გორი: გრიგოლ ვაშაძე – 20 994 ხმა (42.5%); სალომე ზურაბიშვილი- 17 099 ხმა (34.61%);

ხაშური: გრიგოლ ვაშაძე – 9 125 ხმა (43.17%);სალომე ზურაბიშვილი- 7 009 ხმა (33.16%);

ზესტაფონი: გრიგოლ ვაშაძე- 9 815 ხმა (38.57%);სალომე ზურაბიშვილი – 9 041 ხმა (35.52%);

წყალტუბო: გრიგოლ ვაშაძე – 11 921 ხმა (48.2%);სალომე ზურაბიშვილი- 8 143 ხმა (32.93%);

ქუთაისი: გრიგოლ ვაშაძე – 29 585 ხმა (46.98%);სალომე ზურაბიშვილი- 18 058 ხმა (28.67%);

ზუგდიდი: გრიგოლ ვაშაძე – 23 526 ხმა (49.46%);სალომე ზურაბიშვილი- 16 129 ხმა (33.91%);

ფოთი: გრიგოლ ვაშაძე – 6 775 ხმა (39.82%);სალომე ზურაბიშვილი- 5 803 ხმა (34.11%);

ბათუმი: გრიგოლ ვაშაძე – 27 368 ხმა (44.8%);სალომე ზურაბიშვილი- 20 722 ხმა (33.92%);

ყველაზე მაღალი შედეგიგრიგოლ ვაშაძეს ქალაქ თელავში აქვს. 14 341 ხმით ვაშაძემ თელავში ამომრჩეველთა ხმების 50,12 % მიიღო. სალომე ზურაბიშვილს 9 383-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რაც ამომრჩევლის 32,79 %-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – 38,66 %, გრიგოლ ვაშაძე – 37,70 – ცესკო ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს
შემდეგი სტატია“ქალბატონო სალომე, ვიზიარებთ!” – სამძიმრის გვირგვინი ზურაბიშვილს