საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სულ უფრო და უფრო პრორუსული ხდება – ბელარუსი უფლებადამცველი

ბელარუსი აქტივისტი, უფლებადამცველი, რომან კისლიაკი საქართველოში რუსი მწერლის, ვიქტორ შენდეროვიჩის არ შემოშვებას ეხმაურება და ამბობს, რომ მარტის აქციების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყანაში შესულ ადამიანებთან დაკავშირებით შეიცვალა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სულ უფრო და უფრო პრორუსული ხდება.

“მარტის მოვლენების შემდეგ, როდესაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში აქციები გაიმართა უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის გამო, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყანაში ჩამოსულ ადამიანებთან დაკავშირებით შეცვლილია. ვფიქრობ, შენდეროვიჩის სიტუაცია ასეთებს შორისაა და კიდევ იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა უკრაინელ და ბელარუს აქტივისტებს არ უშვებდნენ ქვეყანაში. ბელარუსის დიასპორის ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოდან თურქეთში გადავიდა და უკან აღარ შემოუშვეს, ახლა ის იძულებულია პოლონეთში წავიდეს. ასე რომ, ადრე თუ ვამჩნევდით, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გაღიზიანებას ერიდებოდა, ახლა მათი პოლიტიკა სულ უფრო და უფრო პრორუსული ხდება”, – ამბობს რომან კისლიაკი.

banner
წინა სტატიაშიორბანი – უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი – საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას შარშანაც იმსახურებდა და წელს უფრო მეტად იმსახურებს