საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ცნობით მშვიდობის კათედრალის დეზინფექცია ჩატარდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ცნობით მშვიდობის კათედრალის დეზინფექცია ჩატარდა.

“მშვიდობის კათედრალში (საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია) საკვირაო წირვის წინ დეზინფექცია გაუკეთეს მთელ შენობასა და დამხმარე ნაგებობებს.

მშვიდობის კათედრალიის სამედიცინო სამხახხურს დასჭირდა დიდი ძალისხმევა, რომ მოეხდინა დეზინფექცია, არცერთმა საქალაქო დაწესებულებამ არ იკისრა დეზინფექციაზე პასუხისმგებლობა.

ბოლოს იძულებული გახდა მშვიდობის კათედრალი, რომ კერძო კამპანია დაექირავებინა იმ შენობის დეზინფექიისთვის, სადაც კვირაობით 4-5 წირვა ტარდება, ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ოსურ ენებზე და მრავალი ადამიანი ესწრება ღვთისმსახურებას”, – ნათქვამია კათედრალის პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჩვენი საელჩოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და აქვთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან
შემდეგი სტატიაუშგულში თვითიზოლაციაში ოთხი იტალიელი ტურისტი იმყოფება