უშგულში თვითიზოლაციაში ოთხი იტალიელი ტურისტი იმყოფება

ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტში,უშგულის თემში თვითიზოლაციაში იმყოფება ოთხი ტურისტი იტალიიდან,რომლებიც კურორტ თეთნულდზე სასრიალოდ ჩამოვიდნენ. ამის შესახებ “თაიმერს” მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორმა ნია ბჟალავამ განუცხადა.

” ისინი 28 თებერვლიდან იმყოფებიან თვითიზოლაციაში,გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი მათთან. საკვები და საჭირო ნივთები მიაქვთ ბინაში და არა აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები.თავს გრძნობენ კარგად”,-გვითხრა მან. მისივე ცნობით,ტურისტები სავარაუდოდ უშგულს ორ დღეში დატოვებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ცნობით მშვიდობის კათედრალის დეზინფექცია ჩატარდა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს, რომლებმაც საელჩოს მიმართეს