საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ

საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები, ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ და სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ.

გიორგი პაპუაშვილმა სტუმრებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

“დღეს, სლოვაკეთის პრეზიდენტი ბათუმშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველო – სლოვაკეთის ბიზნესფორუმი, სადაც სტუმრებს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა და რეგიონის ხელმძღავნელობამ საკუთარი შესაძლებლობები და პოტენციალი აჩვენეს.

სლოვაკეთის მხრიდან ძალიან მაღალია დაინტერესება და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ორი ქვეყნის ერთი მხრივ, ბზინესურთიერთობებში და მეორე მხრივ, პოლიტიკურ ურთიერთობებში, რამდენადაც სლოვაკეთი საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ შემდგომი 6 თვის განმავლობაში სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, ცხადია, რომ ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან ყოველთვის მეტ მხარდაჭერას ველით“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,უნდა გაუქმდეს მუხლი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ 3-თვიან შეზღუდვას აწესებს”
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი 10 ივლისს გაიმართება