ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი 10 ივლისს გაიმართება

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებსოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რეფერენუდმის10 ივლისს ჩატარების განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური სააგენტო “აფსნიპრესი” ავრცელებს.

ხაჯიმბამ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორი ოპოზიცია იყო. როგორც რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, მან ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღო.

“რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორები ელოდნენ არა დადებით შედეგს, არამედ იმას, რომ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარს მიიღებდნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისა და შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებისთვის გამოიყენებდნენ”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

2016 წლის მარტში 46-წევრიანმა საინიციატივო ჯგუფმა არაღიარებლი აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვადამდელი საპრეზიდნეტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით განცხადება წარუდგინა. საინიციტივო ჯგუფის წევრები რეფერნდუმის გამართვის აუცილებლობას აფხაზეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გაუარესებით ხსნიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირა