საქართველოს აშშ-ის საკანონდებლო ორგანოს დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-ის სენატსა და კონგრესში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს აშშ-ის საკანონდებლო ორგანოს დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო სენატორ გრემის განცხადება, რომელმაც აღინიშნა, რომ საქართველო რუსეთის სამეზობლოში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ეფექტურად ახორციელებს პროდასავლურ კურსს.

„აშშ-ის სენატსა და კონგრესში გამართული შეხვედრები კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს აშშ-ის საკანონდებლო ორგანოს დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მათი მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა იყო გამოთქმული საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან მიმართებით, ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა.

ძალიან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გადადგმული ნაბიჯები ეკონომიკური, პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველო ამ მიმართულებით არის ლიდერი და წამყვანი ქვეყანა რეგიონში. ძალიან პოზიტიურად შეფასდა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოში ხორციელდება, კერძოდ ის, რომ საქართველო ასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელ ფუნქციას. საუბარი იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არის სერიოზული მასტაბილირებელი ფაქტორი რეგიონში. მნიშვნელოვანი იყო სენატორ გრემის განცხადება, რომელმაც აღინიშნა, რომ საქართველო რუსეთის სამეზობლოში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ეფექტურად ახორციელებს პროდასავლურ კურსს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა ისრაელს უფლებადამცველებთან დაკავშირებით ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: შემდეგი პრეზიდენტი იქნება ინტელექტუალი და განათლებული