ევროკავშირმა ისრაელს უფლებადამცველებთან დაკავშირებით ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდა

ევროპის საბჭომ ისრაელს მოუწოდა გასულ კვირას დემონისტრანტებისა და პოლიციის შეტაკების ინციდენტი გამოიძიოს, რომლის დროსაც არაბულ-ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაცია Mossawa -ს ხელმძღვანელმა ჯაფარ ფარახმა სერიოზული ტრავმები მიიღო – 22 მაისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ფარახმა ისრაელის პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა, ასევე, უფლებადამცველის თქმით, მას, დაკავების შემდეგ ფეხებით შეადგნენ და ცემდნენ. ისარელის მიდიის თქმით, პოლიცია უარყოფს აღნიშნულ ფაქტებს.
გარდა ამისა, ბრიუსელმა დაგმო ისრაელის მთვრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც Human Rights Watch-ის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელს, აშშ-ს მოქალაქე ომარ შარიქს სამუშაო ვიზა გაუუქმეს, რომლის შემდეგადაც მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება. “ევროკავშირში ელოდებიან, რომ ისრაელი გადახედავს ამ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეავსებს იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე არ უშვებენ Human Rights Watch-ის წარმომადგენლებს” – ნათქვამია განცახდებაში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიასაქართველოს აშშ-ის საკანონდებლო ორგანოს დღის წესრიგში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია