“საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ”

მადლობა ამ მხარდამჭერი და კეთილგანწყობილი სიტყვებისთვის. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ნატოში- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე:
“საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ.
შეხვედრის დროს ჩვენ განვიხილეთ ნატოს უკანასკნელ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, თუ როგორ დააახლოებს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს ნატოს წევრობასთან. ჩვენ ასევე დავგეგმეთ ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ახლო მომავლისთვის ამ თვალსაზრისით.
ჩვენ განვიხილეთ სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები.
ჩვენ ვაძლიერებთ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. საქართველოს უკვე შეაქვს საკუთარი წვლილი შავი ზღვის უსაფრთხოებაში და ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ ჩართულობას და ერთობლივ მცდელობებს ამ მიმართულებით გაძლიერებისთვის. ჩვენ გვექნება უფრო აქტიური საზღვაო თანამშრომლობა და ასევე გაფართოებული ორმხრივი სიტუაციური ცოდნა.
საქართველოში თავდაცვის სფეროს რეფორმებზე და ამ თვალსაზრისით ნატოს წვლილზე საუბრისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი იძლევა შედეგებს. სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროცესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონტრმობილობა, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერთავდაცვა.
მომავალ წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნას და მოკავშირეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ წვრთნაში.

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში.
მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.
ჩვენ მადლობელი ვართ მოკავშირეების მყარი პოზიციის, რომ რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ „დამოუკიდებლობის” აღიარება და გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. ბატონმა სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოს მიერ ალიანსის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელებული რეფორმები – ნატოს მხარდაჭერით – ხელს შეუწყობს ჩვენი ნატოში გაწევრიანების საბოლოო მიზანს.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ბრიუსელში ერთი კვირის წინ და ჩვენი ერთობლივი მცდელობები მიმართულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესასრულებლად.
კიდევ ერთხელ მსურს გადაგიხადოთ მადლობა პირადად თქვენ ბატონო გენერალურო მდივანო, ამ მნიშვნელოვან გზაზე საქართველოს – ჩვენი ქვეყნისა და ერის – განუხრელი მხარდაჭერისთვის.” განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ასათიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიათუ ამომრჩეველი გამრიცხავს, ეს იქნება გარიცხვა, თორემ კობახიძე და მისნაირები, ბოლშევიკები თუ გამრიცხავენ, არაუშავს, – ჭიჭინაძე