საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება -პაპუაშვილი ევროკავშირზე

“ლიდერი არის უკვე, ამ დათქმების გარეშეც, ამ 9 დათქმიდან არცერთი რომ არ შესრულდეს მაინც ლიდერები ვართ, ამის თქმა მინდა მე. და მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ლიდერია ყველა პარამეტრით, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით. ამიტომ ეს არის სამწუხარო, და ჩვენ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლება, რასაც აკეთებს, მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი”,-ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპული საბჭოს განცხადებებსა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 22 მარტს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ბოსნიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, იგივე გადაწყვეტილება მიღებულია მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაშიც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind – ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართებ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ყაზბეგისკენ მიმავალ გზას რუსეთისკენ მიმავალ გზად ფუთავთ? – ჩემი თხოვნა იქნება, თქვენ ძველი გზით იაროთ