“საფუძველს მოკლებული განცხადებები” – თბილისის მერის მადგილე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს თბილისის მერის მოადგილემ უპასუხა.

ირაკლი ლექვინაძე ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს არ იზიარებს და ოპონენტების შენიშვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„ეს არის საფუძველს მოკლებული განცხადება, რადგანაც ოპოზიცია ყოველთვის ასეთი ტიპის განცხადებებით გამოირჩევა. ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია -16 მილიონი ლარით. სოციალური მიმართულების ნაწილში ძირითადი შემცირება სწორედ კომუნალურ ვაუჩერს უკავშირდება, დანარჩენი პროგრამების ნაწილში ჩვენ მიმდინარე წელსაც ასე დავიწყეთ გარკვეული სასტარტო მოცულობით. თუ წლის მანძილზე ამას დასჭირდება დამატებითი რესურსები, ბიუჯეტის კორექტირება ყოველთვის ხორციელდება და 2017 წელიც არ იქნება ამ კუთხით გამონაკლისი,“ – განაცხადა თბილისი მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ.

ვირუსის ბლოკატორები