ირაკლი ნადირაძე : თბილისის ბიუჯეტი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების პრიორიტეტებზეა გათვლილი

თბილისის მერიის მიერ წარდგენილ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ბიუჯეტი დედაქალაქის მოსახლეობაზე, არსებულ პრობლემებსა და უმუშევრობის შემცირებაზე ორიენტირებული არ არის. ირაკლი ნადირაძის თქმით, მძიმე სოციალური პირობების ფონზე, 2017 წლის ბიუჯეტში შემცირებულია სოციალური პროექტების დაფინანსება და ბიუჯეტი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების პრიორიტეტებზეა გათვლილი.

„ეს ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო ორიენტირებული პრობლემებზე და არა “ქართული ოცნების” მერიის მაღალჩინოსნების პრიორიტეტებზე. ეს ბიუჯეტი არ ასახავს თბილისელების ინტერესებს,“ – აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის წევრი ირაკლი ნადირაძე.

banner
წინა სტატიაშითბილისის 2017 წლის ბიუჯეტი – საკრებულოს კომისიებში განხილვა იწყება
შემდეგი სტატია“საფუძველს მოკლებული განცხადებები” – თბილისის მერის მადგილე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს