საფრანგეთში “რუსულ მაფიასთან” კავშირში ბრალდებული ქართველები დააკავეს

საფრანგეთში ქართველები დააკავეს – ეროვნულმა ჟანდარმერიამ რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 37-კაციანი ჯგუფი აიყვანა.

ჟანდარმერიის ცნობით, “რუსულენოვან მაფიასთან” კავშირის მქონე, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.

ბრალდებულების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ჟანდარმერიის ცნობით ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორსი იმყოფებიან. ირკვევა, რომ დაჯგუფებას რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი“ საქმიანობას აფართოვებს
შემდეგი სტატიაჰოჯესი – საქართველოში თავდაცვის მდივნის ვიზიტი აშშ-ის ინტერესის მკაფიო სიგნალია