საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი გაიწვია

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებებია, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს.

როგორც მედია წერს, ელჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა.

„მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს თავის განზრახვებს“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას
შემდეგი სტატიასახლში ვინც ზიხართ, თქვენ არ ხართ ევროპაში, თქვენ ხართ რუსეთში, ანუ ტრა*ში – ჯაფარიძე