საფრანგეთის ქალაქებში უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული პუნქტები იხსნება

საფრანგეთის ცალკეული ქალაქები უკრაინელების დასახმარებლადაა მობილიზებული. კერძოდ, „თაიმერის“ ცნობით, ქალაქ არასში, რომელიც რობისპიერის ქალაქად ითვლება, გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეებმა, მერიისა და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა იმსჯელეს, თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას.
ამ დროისთვის ქალაქში უკვე გახსნილია ჰუმანიტარული დახმარების პუნქტები.
ამასთან, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, ქვეყანა უკრაინელ ლტოლვილების ნაწილს ელოდება და მათ დასახმარებლად მზადაა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესი საბჭო – ჟიული შარტავას სულისკვეთებით საქართველოში თაობები აღიზრდებიან
შემდეგი სტატიაუკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ქმედება გარკვეულწილად გვახსენებს იმ აგრესიას, რომელიც 2008 წელს საქართველოს მიმართ განხორციელდა – ევროპარლამენტარი