საფრანგეთის ელჩი – ვიმედოვნებ, რომ მომეცემა შესაძლებლობა ჩემ დედაქალს ძალიან კარგი ამბები ვაუწყო იმის შესახებ, როგორ ახორციელებს საქართველო ყველაფერს

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან, ახლა დროა, ეს განცხადებები რეალობად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა.

„თავდაპირველად, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის გაკეთებულმა განცხადებებმა, ვიდრე ის ბრიუსელში წავიდოდა. მისი განცხადება ეხებოდა ევროკავშირის გეგმას და როგორ აპირებს საქართველომ გააკეთოს ყველაფერი ისე, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. აშკარაა, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა დროა, ეს განცხადებები რეალობად იქცეს. ჩვენ ამ ყველაფერს საქართველოდან დავინახავთ. ვიმედოვნებ, რომ მომეცემა შესაძლებლობა ჩემ დედაქალს ძალიან კარგი ამბები ვაუწყო იმის შესახებ, როგორ ახორციელებს საქართველო ყველაფერს“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიპეტერ ფიშერი -ჩვენ არ მივიღებთ ქვეყანას, სადაც არჩევნები ყოველგვარი ეჭვის მიღმა არ არის
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის სასამართლოს ხელში ჩაგდებისათვის და „იმიტომ მოიგონეს ეს „ვეიტინგიც“ – მდინარაძე