საფრანგეთის ელჩი აზიარებს მშვიდობის ფრანგულ ფორმულას

ფორმულას თუ როგორ უნდა დავძრათ შერიგების პროცესი აფხაზებსა და ქართველებს შორის. დიეგო კოლასი ICA-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა და ზოგადად ხალხთაშორისო კონტაქტი შერიგების პროცესში უმნიშვნელოვანესი ასპექტებია.
„ჩვენთვის, მშვიდობისა თუ შერიგების გამოცდილებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გამოცდილებამ, რომელიც გერმანიასთან ერთად გავიარეთ. ელისეის ხელშეკრულების შექმნა, 1963 წელს ელისეის ხელშეკრულების დადება და ფრანგულ-გერმანული ახალგზარდული ორგანიზაციის შექმნა იყო ერთ-ერთო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ომის შემდეგ მოხდა საფრანგეთში. რატომ ? იმიტომ რომ შერიგების შენება ახალგაზრდობასთან ერთად იწყება “.
როგორც საფრანგეთის ელჩი აღნიშნავს, ევროპაში შერიგების პროცესს ხელი შეუწყო ადამიანების თავისუფალმა გადაადგილებით, სამოქალაქო საზოგადოებების ერთად მუშაობის ფორმამ და კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებამ. საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარის მიერ იქნება შერიგების მზაობა საფრანგეთი და ევროკავშირი სრულად მზად იქნება დასახმარებლად, იმის გათვალისიწინებით, რომ ევროკავშირის მისია დღესაც ვხედავთ, რომ გარკვეული რაოდენობის ოპერაციებს ატარებს ამ ტერიტორიებზე, ასე რომ, უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლიათ.
ამავდროულად საფრანგეთის ელჩი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს საქართველოს, როგორც სამაგალითო ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ხოლო ამის უახლესი დასტურია გერმანია-საფრანგეთის ერთობლივი მხარდამჭერი განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ინტერვიუ სრულად:

 

banner
წინა სტატიაშითელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლის ძმამ სიძე მოკლა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: არიან ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს სწორედ პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი – ეს არის მორიგი ყალბი ინფორმაცია