საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების
მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ
ფოთში 3-დღიანი ტრენინგი – “ტერორიზმი და იმპოსტერები” გაიმართა. სწავლება
ამერიკის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო
ორგანიზებული.

სასწავლო კურსს ამერიკელი ტრენერები უძღვებოდნენ. სწავლების
მონაწილეებმა,რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში
მსახურობენ, ცოდნა გაიღრმავეს, თუ როგორ ამოიცნონ და ქვეყანაში არ
შემოუშვან ე.წ. “იმპოსტერი” – პირი, რომელიც სხვისი სამგზავრო დოკუმენტის
მეშვეობით ცდილობს ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და
თავს ასაღებს, აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელად.

ტრენინგის მიზანი იყო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის და უსაფრთხოების
მიმართულებით სასაზღვრო გამტარ პუნქტში მომუშავე საპატრულო პოლიციის
თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება, ასევე, მათთვის საერთაშორისო პრაქტიკისა
და გამოცდილების გაზიარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების
მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა გურამ დავითაშვილმა
ტრენინგის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

banner
წინა სტატიაში„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“- ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში, თურქეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი რვა იახტა შევიდა
შემდეგი სტატიაოქრუაშვილის მოთხოვნა “რუსთავი 2”-ში ხალვაშისა და “შპს პანორამას” წილების დაყადაღებაზე – სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს