ოქრუაშვილის მოთხოვნა “რუსთავი 2”-ში ხალვაშისა და “შპს პანორამას” წილების დაყადაღებაზე – სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-სთვის ბრძოლას ადგრძელებს – დღეს უნდა გახდეს ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის სარჩელს ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ სარჩელს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი გაყალბებულს უწოდებს.

“სასამართლოში შევიტანეთ გაცხადება სარჩელი უზრუნველყოფის თაობაზე და მოვითხოვეთ ქიბარ ხალვაშის და “შპს პანორამას” წილების დაყადაღება “რუსთავი 2”-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში “რუსთავი 2″-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, ეს გახლდათ პრევენცია, რომ არ მოხდეს ბატონი ქიბარის მიერ წილების გასხვისება მესამე პირებზე” – აღნიშნა ოქრუაშვილის ადვოკატმა.

საქმე ეხება, 2010 წელს ბერლინში, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის გაფორმებული შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში რ2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველია.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს
შემდეგი სტატია“სუსლიაკის საქართველოში არ შემოშვება, ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა” – პროკურატურა